Overview

QA Manual Tester Jobs in Tbilisi, Georgia at Galt & Taggart

Title: QA Manual Tester

Company: Galt & Taggart

Location: Tbilisi, Georgia

საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის Agile გუნდში, ვეძებთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მანუალ ტესტერს.

თუ გაინტერესებს ტექნოლოგიური სფერო, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე ზრუნვა, ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაზე ზრუნვის პროცესი – შემოგვიერთდი QA ტესტერის პოზიციაზე.

შენი როლით გუნდში

  • გაანალიზებ ბიზნეს ამოცანების მოთხოვნების დეტალებს და გაივლი კონსულტაციას დაინტერესებულ მხარეებთან შესასრულებელი ამოცანების სწორად აღსაქმელად;
  • თითოეული ამოცანის (user story) შესაბამისად განსაზღვრავ ტესტირების ტიპებს, რაც საჭირო იქნება ტესტირების ფაზის უზრუნველსაყოფად;
  • დააზუსტებ ინფორმაციას ტესტირების პრიორიტეტებთან დაკავშირებით;
  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ამოცანების შეფასებაში;
  • დაგეგმავ, შეაფასებ და კოორდინაციას გაუწევს ტესტირების პროცესს;
  • შექმნი და განაახლებ მოთხოვნების ანალიზის შედეგად საჭირო ტესტ ქეისებს;
  • ჩაატარებ ტესტირების პროცესს Black Box და White Box მეთოდებით;
  • დააიდენტიფიცირებ, დოკუმენტირებას გაუკეთებ და მეთვალყურეობას გაუწევ ხარვეზებს;
  • ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ უზრუნველყოფ რეგრესიული ტესტირების ფაზას;
  • მოამზადებ დეტალურ სამომხმარებლო დოკუმენტაციას ფუნქციონალური განახლებისას.

IT Ხარისხის Მართვის Პოზიციაზე Საჭიროა

  • ტესტირების მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და პროცესების კარგი ცოდნა;
  • ტესტ სცენარების და ტესტ ქეისების გამართულად და სტრუქტურიზებულად ჩამოყალიბების უნარი;
  • White Box და Black Box ტესტირების გამოცდილება;
  • STLC-ის და SDLC-ის ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
  • პროაქტიულობა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის პროცესებში;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი);
  • ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილება;
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გამოცდილება:

  • მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით

რას ჩავთვლით უპირატესობად:

  • SQL, Oracle PL/SQL – ის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ამოცანებისა და ტესტ ქეისების მენეჯმენტისთვის საჭირო ხელსაწყოების ცოდნა: Jira, Zephyr Scale;
  • ავტომატიზაციის მიდგომების, Framework-ებისა და ხელსაწყოების ცოდნა – Web, Mobile Platform-ების სხვადასხვა Framework – ებისთვის (Selenium, Appium);
  • ISTQB სერტიფიცირება;
  • იცნობ CI/CD-ის პროცესის ზოგად მიდგომებს და ინსტრუმენტებს;
  • Agile Framework-ით მუშაობის გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა პოზიციამ, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე და დააჭირე ღილაკს “გამოაგზავნეთ განაცხადი”. გამოგზავნის ბოლო ვადაა 13/08/2026

Upload your CV/resume or any other relevant file. Max. file size: 800 MB.